ფოთი – ჯავახიშვილის 30ა

ფოთში, ჯავახიშვილის 30ა-ში, დევნილების ყოფილი დასახლებაა, სადაც მხოლოდ ერთი ავარიული კორპუსია დარჩენილი, იქ დღეს, სოციალურად დაუცველი თუ დევნილი 75-მდე ოჯახი ცხოვრობს.

2008 წლის ომის დროს, კორპუსი დაზიანდა, დაიბზარა კედლები. მაცხოვრებლები ყვებიან, რომ აქ ცხოვრება საშიშია.კორპუსის გვერდით ფოთის პორტია, ამის გამო, აქ მუდმივად გოგირდის სუნია, ბავშვების სისხლში კი ტყვიის შემცველობა საგანგაშო ნიშნულზეა.

ფოთის შესახებ სრული სიუჟეტი იხილეთ აქ: https://youtu.be/h5ybLC53E5I

გაზიარება