ბათუმის ყინულის სასახლე

ბათუმის ყინულის სასახლე საქართველოში ერთადერთი საშუალებაა, რომ როგორც პროფესიონალებმა, ასევე მოყვარულებმა, შეძლონ სტანდარტული, ოლიმპიური ზომის ყინულზე სრიალი.

მსურველების გადარჩევა ხდება როგორც სპორტულ ჯგუფებში, ასევე სინქრონულ ციგურაობასა და ჰოკეის გუნდებში.

ყინულზე სრიალი ასევე სასარგებლოა ისეთი დაავადების მქონე პირებისთვის, როგორიცაა, ასთმა და ბრონქების ანთება.

სირთულეების მიუხედავად, უფრო და უფრო მატულობს ყინულზე სრიალის მსურველთა რაოდენობა. 2025 წელს დაგეგმილი ზამთრის ოლიმპიური ფესტივალი, რომელსაც სწორედ ბათუმის ყინულის სასახლე უმასპინძლებს, ამ სპორტს კიდევ უფრო პოპულარულს გახდის.

გაზიარება