წერილები სკოლიდან
ბავშვები ჩვენი სოციალური კლასიდან
მზეო შველიძე, სამოქალაქო განათლების მასწავლებელი
ლიაკო არასდროს აცდენდა გაკვეთილებს, თავი სულ წიგნში ჰქონდა და როცა კლასში კითხვებს ვსვამდი, ხელს ისე მაღლა წევდა, თითქოს ამბობდა: ,,მას, აქ ვარ და ყველა კითხვაზე მაქვს პასუხი”. მასწავლებლისგან, ალბათ, უცნაურად ჟღერს, მაგრამ მისი ასეთი ვნება სწავლისადმი მეც კი მაოცებდა. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი მონდომებული მოსწავლე მინახავს, მერწმუნეთ ეს შემთხვევა მართლაც განსაკუთრებული იყო. ერთხელ გავბედე და ვკითხე, ლიაკო ხომ იცი მეც როგორ მიყვარს სწავლა, მაგრამ მგონი შენ უფრო გიყვარს-მეთქი.
,,მას, მე იმიტომ მიყვარს, რომ მინდა როცა გავიზრდები, კარგი ხელფასი მქონდეს. მერე დამოუკიდებლად ვიცხოვრებთ მე და დედიკო და არავის შევაწუხებთ…” როცა ეს სიტყვები მოვისმინე, გონებაში ყველა ის სცენა წარმოვიდგინე, რომელიც შეიძლებოდა ამ თითისტოლა ბავშვის ყოველდღიურობა ყოფილიყო, მაგრად ჩავეხუტე და ვუთხარი, რომ ლამაზთან ერთად ძალიან ჭკვიანიც იყო და აუცილებლად მიაღწევდა ყველაფერს, რასაც გულით მოინდომებდა.
ყველა მასწავლებელი დამეთანხმება, ასეთი ეპიზოდები ჩვენს პრაქტიკაში უამრავია… ბავშვებს, რომლებსაც მემკვიდრეობით მიღებული განათლების წამახალისებელი გარემოებები ან/და უზრუნველყოფილი ცხოვრება არ ხვდებათ წილად განსაკუთრებული მოტივაცია სჭირდებათ, რომ არ დაკარგონ უკეთესი მომავლის იმედი. პატარა ლიაკო ჩვენი წყალობით ამ იმედს სწავლაში ხედავს და ასეც უნდა იყოს. მართალია, მასწავლებლებზე უკეთ არავინ იცის როგორ ცხოვრობენ ჩვენი სოციალური კლასისიდან გამოსული განათლებული ადამიანები, მაგრამ ეს რომ ბავშვს ვუთხრათ შეიძლება? შერჩება კი სურვილი? გააგრძელებს კი სწავლას იგივე მოტივაციით?! ჩვენში ხომ მასწავლებელი სხვა ყველაფერთან ერთად კარგი მეზღაპრეც უნდა იყოს, ტყუილის თქმას ხომ ისევ ნახევრადსიმართლე და მეზღაპრეობა სჯობს, თუმცა უკეთესი იქნებოდა ისეთი ცხოვრება გვქონდეს საერთოდ არ გვიწევდეს არცერთი.
ვინ თუ არა მასწავლებლებმა, კარგად ვიცით, რომ ღარიბ და მდიდარ ბავშვს შორის იგივე განსხვავებაა რა განსხვავებაც ზოგადად ღარიბებსა და მდიდრებს შორისაა. პირველი მათგანი შესაძლებლობების ქონაზე ოცნებობს, მეორე კი ფიქრობს როგორ გამოიყენოს ჯერ კიდევ მის დაბადებამდე მემკვიდრეობით შეძენილი შესაძლებლობები.
დღეს, როცა ჩვენს ქვეყანაში მშრომელები ახალი საპროტესტო მოთხოვნებით გამოდიან და გაფიცვის კონსტიტუციურ უფლებასაც იყენებენ, ახალი იმედი ჩნდება, იმედი იმისა, რომ იმ სოციალურმა კლასმა, რომელსაც უმრავლესობა წარმოვადგენთ შეძლოს ღირსეული ცხოვრება. იქნებ მერე მასწავლებლები ასეთი მეზღაპრეებიც აღარ ვიყოთ და როცა ბეჯითი მოსწავლეების მოტივაციისთვის შესაბამისი სიტყვების შერჩევას ვიწყებთ გულში არ ვფიქრობდეთ ,,ნეტავ მართლა ასე იყოს”…