თერაპევტები შრომით უფლებებსა და დარგში არსებულ კრიზისზე

15 სექტემბერს აბილიტაციის პროგრამაში ჩართულმა თერაპევტებმა პეტიცია გამოაქვეყნეს. ისინი ითხოვენ ხელფასის გაზრდას და ამხელენ უთანასწორობას, რომელიც დახმარების გარეშე ტოვებს უამრავ ადამიანს. ნათელია, რომ პრაქტიკოსი ფსიქოლოგების ეს გამოსვლა არ არის მხოლოდ შრომითი დავა და ამხელს დარგში არსებულ ძირეულ კრიზისს.

ისეთ ვითარებაში, როცა ფსიქოლოგის დახმარებას ვერ იღებენ ადამიანები, რომელთაც ეს ყველაზე უფრო მეტად სჭირდებათ, ჩვენ მაინც უნდა დავსვათ კითხვა, პასუხობს თუ არა თანამედროვე ფსიქოლოგია და ბაზარზე არსებული სერვისები ადამიანების ნამდვილ საჭიროებებს, თუ იგი მხოლოდ კაპიტალისთვის მუშაობს.

1927 წელს ლევ ვიგოტსკი თავის ნაშრომში „ფსიქოლოგიის კრიზისის ისტორიული არსი“ წერს, რომ ფსიქოლოგიაში შექმნილი კრიზისის მთავარი მამოძრავებელი ძალა, არის მთლიანად გამოყენებითი ფსიქოლოგიის განვითარება. კრიზისს როგორც ისტორიული, ასევე მეთოდოლოგიური მნიშვნელობა აქვს. ბუნებრივია, რომ კრიზისის შესახებ საუბრობენ არა თეორეტიკოსი ფსიქოლოგები და ფილოსოფოსები, არამედ პრაქტიკოსი ფსიქოლოგები, ჩვენი მეცნიერების ყველაზე უფრო ზუსტი და კონკრეტული დარგის წარმომადგენლები.

გაზიარება