ნახევარი საუკუნე მედდის დაუფასებელ შრომაში

იზო მეგრელიშვილი 45 წელი მუშაობდა ბათუმში, ბარათაშვილის 30 ნომერში მდებარე ბავშვთა პოლიკლინიკაში (შემდეგ საოჯახო სამედიცინო ცენტრი), რომელიც წელს დაანგრიეს.

„მე დღესაც შემეძლო მემუშავა, მიყვარდა ჩემი საქმე და ხუთიანზე ვაკეთებდი ყველაფერს, მაგრამ დაუფასებლობა დავინახე, მითხრეს რომ 200 ლარი პენსია რაც მქონდა, ეგ ნაჩუქარი ფული იყო და რატომ იყო ნაჩუქარი? ამდენი წელი მუშაობით არ დავიმსახურე?“ ქალბატონი იზო ხსნის პატრონაჟის სქემას, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო ზრუნავდა ყველა ბავშვზე. მედდები და ექიმი პერმანენტულად სახლში აკითხავდა, ამოწმებდა და ასწავლიდა მშობელს სწორი ზრუნვის გზებს.

მაუწყებელი მადლობას უხდის ქალბატონ იზოს და მასთან ერთად უამრავ დაუფასებელ მშრომელს, რომელთა თავდადების გარეშე, თაობების ფიზიკური არსებობაც კი შეუძლებელი იქნებოდა.

გაზიარება