სტუდენტები, ცოდნა და კაპიტალი

ავტორი: საბა ქერქაძე

სტუდენტები, ცოდნა და კაპიტალი

ავტორი: საბა ქერქაძე

ბრაზილიელი განმანათლებელი და სოციალურ მეცნიერებებში ერთ-ერთი ფუნდამენტური ნაშრომის „ჩაგრულთა პედაგოგიკა“(pedagogy of the oppxressed) ავტორი პაულო ფრეირი აღნიშნავს, „ჩაგვრა წარმოშობს დაპირისპირებას ადამიანებს, როგორც მჩაგვრელებსა და ჩაგრულებს შორის, ჩაგრულებმა, რომლებსაც ევალებათ თავისუფლებისთვის ბრძოლა ჭეშმარიტად სოლიდარულ ადამიანებთან ერთად, ამ ბრძოლის პროცესში უნდა შეიძინონ კრიტიკული ცოდნა ჩაგვრის შესახებ, თავისუფლების მოპოვების გზაზე ერთ-ერთი დიდი დაბრკოლება ისაა, რომ ჩაგვრა ამ რეალობაში არსებულ ადამიანებს მთლიანად შთანთქავს და ამ გზით ადამიანების თვით შეგნებას ამცირებს.“1

ჩაგვრის მსგავსიი მექანიზმი ადამიანის ცხოვრების ყველა ასპექტს ახასიათებს, ვინაიდან ტოტალური კონტროლის ქვეშ მყოფი სუბიექტი დომინანტი სისტემის მიერ განსაზღვრული ქცევითი კატეგორიებით მოქმედებებს. ეს ქცევა კი ძირითადად გაბატონებულ ეკონომიკური დღისწესრიგს მშვიდად აძლევს უთანასწორობის კვლავწარმოების საშუალებას. განსაკუთრებით ნეოკოლონიალური პოლიტიკის სახელმწიფოებში, რომლებიც ვერ გამოერკვნენ მსოფლიო ისტორიულ პროცესებში და ძირითადად მეტროპოლიური კაპიტალის ინტელექტუალური კლიშეებით საზრდოობს. პირველ რიგში, ასეთი ინსტიტუცია არის უნივერსიტეტი, რომელიც პირდაპირი გამოძახილია პოლიტიკური მდგომარეობის. ხშირად, ლიბერალური პროპაგანდა აკადემიური სივრცეს თიშავს საზოგადოებრივი ცხოვრებისგან და სტუდენტებს „აკადემიკოს სტუდენტებად“ წარმოგვიდგენს, ამით კი ცდილობს მათი „რევოლუციური“ პოტენციალის კონპენსირებას. რაც მიზნმიმართული მოქმედებაა სისტემის მშვიდ გარემოში ფუნქციონირებისათვის.

დღეს, საქართველოში გაბატონებული ლიბერალური-კაპიტალიზმი, რა თქმა უნდა, ნეოლიბერალური პოლიტიკური დომინაციის პირობებში, მეთოდურად ცდილობს იმ ღირებულებითი სისტემის ჩამოყალიბებას, რომელიც მშრომელთა დეზორიენტირებისა და მქონებელთა კლასის უტილიტარისტულ მიზნებს ემსახურება. ინდივიდუალიზაცია, ტოტალური კონკურენტული პირობები, უთანასწორო საშემოსავლო გარემო კაპიტალისტური სისტემის საფუძველშია მოცემული,შეუძლებელია მან შექმნას საჯარო სიკეთე, დააკმაყოფილოს მშრომელთა კლასის საჭიროებები. განათლების, საცხოვრებლის, ჯანდაცვისა და სხვა მოთხოვნები. მესამე სამყაროს პროვინციელი „ლიბერალური ინტელიგენცია“ კი მეტაფიზიკური სულიერი მოთხოვნილებებით მიისწრაფვის მჩაგვრელის ეკონომიკური ურთიერთობებისაკენ, რომელიც სარგებელს მხოლოდ ლიბერალებს ან მათ დამფინანსებლებს მოუტანს. ამ პროცესში კი მუშათა კლასი ყოველდღიურად ღარიბდება და ბრძოლობს გადარჩენისთვის. ესენი იქნება, პრივატიზებულ ქარხნებში დასაქმებული მუშები, ველურ საბანკო სისტემაში კარიერული წინსვლის მომლოდინე ადამიანები, თუ სამომხმარებლო სფეროში ექსპლუატირებული სტუდენტები, რომელსაც ნეოლიბერალური საგანმანათლებლო სისტემა ხელმისაწვდომ, იაფ მუშახელად აღზრდის. მათი საუნივერსიტეტო ცხოვრება დაცლილი იქნება აქტივიზმისაგან, კრიტიკული სოციალური დისკურსის წარმოებისაგან, სხვადასხვა ალტერნატიული განათლების მისაღების საშუალებები არ იარსებებს. შესაბამისად, რომანტიზებული სტუდენტობა, მაღალი სოციალური ფენის მსახურებაში დაიკარგება, რა თქმა უნდა, სამომავლო უპერსპექტივობასთან კოლაბორაციაში.

რა არის ამის მიზეზი? ლიბერალებს, რომ დავეკითხოთ, საბჭოთა განათლების სისტემაზე მიგვითითებენ და დასავლურ ინსტიტუტებში ინტეგრაციის ვერ განხორციელებაზე. ბუნებრივია, ეს პოზიცია მავნებლურია, იდეოლოგიურ მიზანს ემსახურება. ვინაიდან დღეს ქართულ აკადემიურ სივრცეში მეცნიერული აზრი თუ იწარმოება ეს სწორედ საბჭოთა მძლავრი მეცნიერული პოლიტიკის დამსახურებაა, დამოუკიდებლობის მოპოვების, განსაკუთრებით „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ სრულად ჩამოიშალა მეცნიერული ცხოვრება, „მარქსის-ლენინისტების გამოზრდილი ახალგაზრდობის“ ნაცვლად მივიღეთ, ახალი პროვინციულ ლიბერალურ ღირებულებებზე დაფუძნებული თაობები, რომლებსაც არ აქვთ პოლიტიკური ხედვა, როგორ უნდა შეიცვალოს რეალობა, ვინაიდან პრობლემას პიროვნებებში ხედავენ და არა სისტემაში. რეალურად, დღეს საქართველოში ყოველგვარი ეკონომიკური,სოციალური,პოლიტიკური თუ კულტურული პრობლემების საწყისი არის მჩაგვრელის ველური კაპიტალისტური სისტემა.

სწორედ ქვეყანაში არსებული პოლიტეკონომიკური ანალიზით უნდა მივიდეთ სტუდენტური პროტესტების გაცნობიერებამდე, ვინაიდან „სტუდენტების პოლიტიკური დაჯგუფება არ შეიძლება არ ასახავდეს მთელი საზოგადოების პოლიტიკურ დაჯგუფებას“2, ანუ როგორც ვხედავთ, სტუდენტიც არის „პოლიტიკური ცხოველი“ და მისი გამორიცხვა საზოგადოებრივი ცხოვრებიდან შეუძლებელია.

სტუდენტები, ექსპლუატირებული მშრომელთა კლასი ერთად უნდა დაუპირისპირდეს მჩაგვრელ სისტემურ მექანიზმს, რომელიც საქართველოში ნათლად იკვეთება პრივილეგირებული ჯგუფებისა და მუშათა კლასობრივ დიფერენცირებაში, რომლის საფუძველი ეკონომიკური უთანასწორობაა. დაბალი სოციალური ფენის სტუდენტებს უწევთ ბრძოლა განათლებისთვის, საცხოვრებლისთვის, ღირსეული შრომითი პირობებისთვის და ანაზღაურებისთვის, ეს პროცესი კი მჩაგვრელი რეალობის გაადააზრებაზე გადის. ეს წინააღმდეგობა კი უნდა იყოს კოლექტიური, კლასობრივი სოლიდარობით განმსჭვალული, როგორც ლენინი ამბობს, „წინააღმდეგობის მოსპობა შეუძლებელია თვითმპყრობელობის მოუსპობლად“3 თვითმპყრობელობის წინააღმდეგ ბრძოლა აკადემიურ სივრცეში დღეს არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პოლიტიკური ელიტების მიერ დანიშნულ სუბიექტებს არ მიეცეთ აკადემიური სივრცის სრულად კონტროლის,საბაზრო ეკონომიკური პრინციპებისა და განათლების პრივილეგირებული კლასის საკუთრებად გადაქცევის საშუალება. სწორედ, აღნიშნული პოლიტიკას წინააღმდეგობას უწევს სტუდენტების ერთობა „მაისის სტუდენტური მოძრაობა “. ეს სტუდენტები ახმოვანებ იმ მრავალ სისტემურ პრობლემას, რომელიც აკადემიურ სივრცეში არსებობს და ასევე აკრიტიკებენ სახელმწიფოს ანტისოციალურ პოლიტიკას.

რატომ არ სჭირდება კაპიტალიზმს მასობრივი განათლება? ან როგორ ახერხებს მერკანტილური კლასი აკადემიური სივრცის კომერციალიზაციას?

„მინისტრებს მუშები თოფისწამლად მიაჩნიათ,ხოლო ცოდნა და განათლება ნაპერწკლად, მინისტრი დარწმუნებულია, რომ თუ ნაპერწკალი თოფისწამალში ჩავარდა, მაშინ აფეთქება უწინარეს ყოვლისა მთავრობის წინააღმდეგ იქნება მიმართული“4. ბუნებრივია, განათლება, რომელიც გაიშლება ფართო მასებში და მათ მიეცემათ საკუთრივ მდგომარეობის გააზრების საშუალება, პრობლემურია უთანასწორო ეკონომიკური სისტემისათვის, ვინაიდან ჩაგრული იაზრებს საკუთარ ყოფას და ესმის მისი როლი, ფუნქცია ემანსიპაციის პროცესში. შესაბამისად, კრიტიკული ცოდნით შეიარაღებული მშრომელი ეგზისტენციური საფრთხეა კაპიტალისტური სისტემისათვის. სწორედ ამიტომ, ბურჟუაზიული კლასი მეთოდურად იყენებს ნეოლიბერალურ პარადიგმას და საუკუნეების წინ უნივერსიტეტში დაფუძნებულ „ბიუროკრატიულ დიქტატურას“ ცვლის სამეწარმეო ღირებულებითი სისტემით, რასაც პირდაპირ უნივერსიტეტის ავტონომიის შეზღუდვამდე მივყავართ. „ნეოლიბერალური პარადიგმა ეკონომიკურად მკვდარი, თუმცა იდეოლოგიურად კვლავ ძალიან აქტიურია, განსაკუთრებით, განათლების სექტორში, რომელმაც გაცილებით მეტად მოირგო ბიზნესის მსგავსი და „სამეწარმეო“, ღირებულებითი სისტემა“5.

როგორც ვხედავთ, კაპიტალისტურ სისტემას არ სჭირდება კრიტიკულად მოაზროვნე პიროვნებები, ვინაიდან წესრიგს არ შეექმნას საფრთხე, არამედ საუნივერსიტეტო ცხოვრებაში სტუდენტები ჩაებმებიან მხოლოდ იმისთვის, რომ წლების შემდეგ კონკურენტუნარიანები იყვნენ საკუთარი კლასის წარმომადგენლებთან მიმართებაში. კაპიტალისტურ სისტემაში კონკურენცია მხოლოდ დაბალ სოციალური ფენაში არსებობს, რომელსაც მქონებელთა კლასი სოციალური დარვინიზმის ფსევდომეცნიერული პოზიციიდან უმზერს. როგორც ვხედავთ, მშრომელების მომავალი წესრიგის მიერ არის განპირობებული და კლასობრივი „დაღი“ განსაზღვრავს შენს ცხოვრებას. პიროვნული თავისუფლება მონურ, კერძო სუბიექტების მოგების გაზრდისკენ მიმართული შრომაში იკარგება. ამიტომაც, აკადემიური თავისუფლებისთვის ბრძოლა, სტუდენტების სოციალური პირობების გაუმჯობესება გადის კლასობრივი სახელმწიფოს დაცემაზე, რაც მძლავრი წინააღმდეგობის გარეშე და ლიბერალური პაციფიზმის პოზიციაზე ყოფნით შეუძლებელია მოხდეს.

მაქსიმ გორკი საკმაოდ ხატოვნად გადმოსცემს ამ მოცემულობას „ყველა ბურჟუაზიული,კლასობრივი სახელმწიფო, ზოოპარკის ტიპზე იყო აგებული. ბურჟუაზიულ სახელმწიფოში, კიდევ ვიმეორებ, ადამიანი ცხოვრობს თავისი მოყვასისგან პირადი თავდაცვის მუდმივი ზრუნვით. დაძაბულ პირობებში თვითშეიარაღებისადმი, ფულით თავდაცვისადმი მუდმივ მისწრაფებაში. მოპოვებული ადგილის დაცვის ზრუნვაში. იმის სურვილში, რომ ეს ადგილი შეცვალოს სხვა უფრო მაღალი ადგილით. ცხოვრობს „პიროვნების უფლებათა“ დამცველი პატარ-პატარა იდეებისა და ხიშტების ლესვაში, ინდივიდუალიზმის გამახვილებაში.6

პირველ რიგში, სტუდენტებმა უნდა გაიაზრონ, რომ ისინი იბრძვიან,არა მარტო უნივერსიტეტის ადმინისტარციისა და სისტემაში გამოზრდილი რექტორის წინააღმდეგ არამედ უპირისპირდებიან იმ იდეოლოგიურ პარადიგმას, რომელიც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ უალტერნატივოდ წარმოაჩინეს პოლიტიკურმა და ეკონომიკურმა ელიტებმა, სხვადასხვა ანტიკომუნისტურმა ინტელიგენციამ და ა.შ. ეს პროცესი არამარტო პროვინციებში, არამედ დასავლურ კაპიტალისტურ სახელმწიფოებში მიმდინარეობდა, დღეს კი უფრო აქტუალურია პოსტიდეოლოგიური დისკურსი, რა თქმა უნდა პოსტმოდერნული ესთეტიკით, ვიდრე რომელიმე კონკრეტული იდეოლოგიის გამარჯვებულად გამოცხადება, როგორც გასული საუკუნის ბოლოს მოხდა. რეალურად, ეს არის ბურჟუაზიული პოლიტიკა, ამის უკან, სწორედ იდეოლოგიური მიზნები დგას, პროცესი კი, პირველ რიგში, რეაქციული ძალების გაძლიერებისაკენ არის მიმართული.

ნებისმიერ სტუდენტურ პროტესტს საქართველოში უნდა ჰქონდეს გაცხადებული ანტიკაპიტალისტური რიტორიკა, ვინაიდან სოციალური სამართლიანობისთვის ბრძოლა შეუძლებელია შედეგიანი იყოს, თუ ძირეულად არ მოისპობა წესრიგი, სტუდენტები არ უნდა დაიკარგნონ რეფორმისტულ საქმიანობაში და უნდა შეინარჩუნონ ის რევოლუციური და რადიკალური განწყობები, რომელიც ჭეშმარიტ სოციალურ პროტესტს აქვს.

სწორედ ამის შემდეგ იქნება შესაძლებელია, უნივერსიტეტს დაუბრუნდეს თავისი სამეცნიერო ფუნქცია, უნივერსიტეტი ყოველთვის მონაწილეობს საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაში, ვინაიდან საზოგადოება იმდენად არის ჯანსაღ პოლიტიკურ დისკურსში ჩაბმული, რამდენადაც ის არის მეცნიერული საზოგადოება. მეცნიერება არის სოციალური ინსტიტუცია, ის გამაერთიანებელი აზროვნების სტილით, პარადიგმით ხასიათდება,მუდმივად არის ჩართული აზროვნებაში ანომალიების გამოვლენაში, კრიზისული ეტაპების გადალახვასა და ახალი პარადიგმის დაფუძნებაში, ეს არის წმინდად მეცნიერული საზოგადოების ჩამოყალიბების პირობები, რომელიც მონოპოლიზებულ იდეოლოგიურ დისკურსში იცვლება პრივილეგირებული კლასების ინტერესების შესაბამისად, ინტერესი ჭეშმარიტებისადმი აღარ არსებობს. სწორედ ეს ხდება დღეს ქართულ აკადემიურ სივრცეში, თავი დავანებოთ კერძო ლიბერალურ უნივერსიტეტებს, მათ გაცხადებული კომერციული მიზნები აქვთ და არ აინტერესებს მეცნიერების წარმოების დონე ქვეყანაში, სახელმწიფო უნივერსიტეტებიც სავსეა ლიბერალური პროფესურით, რომლებიც ჩაკარგულია 90-იანი წლების სოციალურ და პოლიტიკურ დისკურსში. ამის მიზეზი ჩამოშლილი სამეცნიერო კორპუსია. შესაბამისად ,მათი დამოკიდებულება მეცნიერებისადმი, სტუდენტებისადმი, უნივერსიტეტის ფუნქციისადმი ემთხვევა სახელმწიფოში გაბატონებული კლასის ინტერესებს ან სრულად ინფანტილურნი არიან ნებისმიერი პროცესისადმი.

ლიბერალური პროფესურის და მასწავლებლების დახმარებით ხორციელდება მართველი ელიტებისღვის სასარგებლო ეკონომიკური პოლიტიკის გატარება სასწავლებლებში, როგორც სისტემის „აგენტები“ მეთოდურად ცდილობენ არსებული სოციალური წესრიგისათვის მნიშვნელოვანი ღირებულებითი სისტემა დააფუძნონ, აღზარდონ სტუდენტები, როგორც მორჩილებისადმი განწირული სუბიექტები და არ მისცეს ახალგაზრდებს საშუალება მათი აკადემიური თავისუფლების შესაბამისად იმოქმედონ სამეცნიერო საზოგადოებაში, მათ უნდა შეზღუდონ კრიტიკული აზრი და იმეტყველონ მხოლოდ სისტემის მდგრადობისათვის აუცილებელი ცნებებით.

ლიბერტარიანული განათლების მოდელის ზუსტი შეფასებაა, ფრეირის მოსაზრებაა:„ამრიგად განათლება ფულის დეპოზიტზე შეტანას ემსგავსება, სადაც მოსწავლეები ბანკები,ხოლო მასწავლებლები დეპოზიტები არიან. მოსწავლეებთან კომუნიკაციის ნაცვლად მასწავლებელი კომუნიკეებს გამოსცემს და ახორციელებს სადეპოზიტო შენატანებს,რომელსაც მოსწავლეების მოთმინებით იღებენ, იმახსოვრებენ და იმეორებენ, ასეთია განათლების „საბანკო“ კონცეფცია. რომელშიც მოსწავლეებს მხოლოდ დეპოზიტების მიღება და შენახვა აკისრიათ, საბოლოოდ ამ არასწორად წარმართულ სისტემაში შემოქმედებითობის, ცვლილებისკენ სწრაფვის და ცოდნის გარეშე რჩებიან.“7

დღეს ეს ლიბერალური პროფესურა არის მთვარი მამოძრავებელია ძალა „საბანკო საგანმანათლებლო სისტემისა“, რასაც კაპიტალისტური კლასი საკუთარი ლეგიტიმაციისთვის იყენებს, ვინაიდან ფსევდომეცნიერული ნარატივებით ამოვსებული სუბიექტი ვერ აცნობიერებს მის კლასობრივ მდგომარეობას და ჩაბმულია ბურჟუაზიული საზოგადოების მიერ შემუშავებულ „მე – მეობის“ კულტურულ პოლიტიკაში. პიროვნება მოწყვლადი და მარტივად ექსპლუატირებადი ხდება კაპიტალისტური სისტემის მიერ. ქართულ აკადემიურ სივრცეში კი წვრილბურჟუაზიულ ინტერესებში გახლართული პროფესურა მეცნიერებას არ წარმოადგენს, როგორც სოციალურ ინსტიტუციას, რომელიც აჯანსაღებს ჩაგრულთა ყოველდღიურობას და მიმართულია მათი ემანსიპაციის დისკურსისაკენ.

ლიბერალური პროფესურა არის მთავარი სისტემის აგენტი უნივერსიტეტში და მათი დახმარებით ხდება მასების მოტყუება, რა თქმა უნდა, პროპაგანდის სხვდასხვა საშუალებებთან ერთად „მშვიდობიანი კულტურული განვითარების“ შესახებ, თითქოს უთანასწორო პოლიტიკის, მჩაგვრელისა და ჩაგრულის არსებობის პირობებში შესაძლებელია განვითარების ბურჟუაზიული პაციფიზმი მუშაობდეს. სწორედ,აღნიშნული უზოგადესი პრინციპის ირგვლივ შემოიკრიბება პრივილეგირებული კლასისთვის აუცილებელი ღირებულებები. მათ შორის, გორკისათვის საძულველი კულტურული აღზრდის ტაქტიკა. „სოციალისტურმა სახელმწიფომ მასების კულტურულად აღზრდის გეგმაში უნდა შეიტნოს ბრძოლა „მე-მეობისა“ და „თვითონობის“ მახინჯური ზრდიდ წინააღმდეგ, არსებითად იმ პარაზიტული „მეს“ წინააღმდეგ, რომელიც ბურჟუაზიული საზოგადოების მიერ არის აღზრდილი და მიჩნეული თავისი „სულის კერძო მეურნეობის“ ინტერესები მსოფლიო ინტერესებზე, მშრომელი მასების ინტერესებზე მაღლა დააყენოს.“8

ინდივიდუალიზაცია, კულტურულად აღზრდის გეგმაში დანერგეს ლიბერალურმა პროფესურამ უნივერსიტეტში და მასწავლებლების არმიამ სკოლებში, მაგრამ ეს პოლიტიკა მათი სუბიექტური იდეოლოგიური მდგომარეობის მიღმაც გადის, ვინაიდან ეს არ არის მათი თავისუფალი არჩევანი, სისტემა აწვდით ანტიკომუნისტურ განწყობებს, სწორედ ამ ადამიანებზე არის გათვლილი და ისინი მოქმედებენ შესაბამისად, ანუ ავრცელებელ ფსევდოინდივიდუალიზმს, რომელიც მშრომელთა კოლექტიური ინტერესების წინ საკუთარ პირად ინტერეს აყენებს, ილუზიას უქმნის „მე -მეობის“ მნიშვნელობაზე. რასაც ანტაგონისტურ პოზიციამდე მივყავართ, არა მქონებელსა და უქონელ კლასებს შორის, არამედ მშრომელების ურთიერთბაში. ეს კი ნამდვილად დიდი პრობლემაა. „უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი ყოველდღიურობა, ეს მშვიდობიანი ცხოვრება კი არ არის,არამედ ბრძოლა, სასტიკი ბრძოლა კაპიტალიზმის უზარმაზარი ორგანიზაციის წინააღმდეგ“9

ამ რეალობის გათვალისწინებით, ლიბერალური აკადემიური პერსონალი, პოლიტიკური და ეკონომიკური ელიტების მსახური ბიუროკრატია უნივერსიტეტში მეთოდურათ ცდილობს, ერთ განზომილებაში დაანახოს სამყარო სტუდენტებს, კაპიტალისტური წესრიგისთვის საფრთხის შემცველი ანალიზისაგან განძარცვოს საუნივერსიტეტო ცხოვრება, გაატარონ სახელმწიფოში გაბატონებული ეკონომიკური პოლიტიკა და მეცნიერება მოარგონს საბაზრო პრინციპს. რის შედეგადაც, ეტაპობრივად ვხედავთ, ბაზრისთვის უინტერესო პროფესიების გაქრობას, ვინაიდან კლასიკური მეცნიერებები არ არის „კონკურენტუნარიანი“ შრომის ბაზარზე. როგორც ვხედავთ, მეცნიერებების არსებობა ნეოლიბერალური საგანმანათლებლო სისტემის პირობებში პირდაპირ ბმაშია კომერციალიზაციასთან, ვინაიდან განათლება, მეცნიერება იქცა ბიზნესად. სოციალისტური მონაპოვარი მასობრივ განათლების უფლებასთან დაკავშირებით, ეტაპობრივად უბრუნდება მეცხრამეტე საუკუნის მდგომარეობას, როცა განათლება შეძლებული კლასის ხელში იყო და ისინი განსაზღვრავდნენ ეპოქის აზროვნების წესს. რაც პირველ რიგში მშრომელთა დამონებისთვის არის აუცილებელი. აღნიშნულ მდგომარეობას უბრუნდება გლობალურად სამყარო, არა მარტო განათლების სექტორში, არამედ ადამიანის მოქმედების სხვადასხვა ასპექტში. ეს პროცესი განსაკუთრებით იგრძნობა მესამე სამყაროს სახელმწიფოებში, ვინაიდან აქ კლასობრივი გაუცხოება მინიმალურ დონეზეც კი არასდროს გადალახულა.

„ჩაგვრის დასაძლევად ადამიანებმა ჯერ კრიტიკულად უნდა გააცნობიერონ მისი მიზეზები, რათა ტრანსფორმაციის შედეგად ახალი სიტუაციის შექმნა, რომელიც უფრო სრულყოფილ ადამიანად გადაქცევას შესაძლებელს გახდის“10 ამ მდგომარეობის მისაღწევად კი აუცილებელია უნივერსიტეტი განთავისუფლდეს გავლენებისაგან, ვინაიდან სასიცოცხლოდ აუცილებელია დომინანტი სოციალური წესრიგის კრიტიკა, უნივერსიტეტი უნდა იქცეს თავისუფლებისა და თანასწორობის ბასტიონად, უნდა გაიწმინდოს ლიბერალური განწყობებისგან აკადემიური სივრცე და ცოდნა დაიხსნას კაპიტალის მორჩილებისაგან.

„მასწავლებლების არმიამ უნდა დაინახოს უზარმაზარი საგანმანათლებლო ამოცანები და უწინარეს ყოვლისა ის უნდა გახდეს სოციალისტური განათლების მთავარი არმია. ცხოვრება, ცოდნა უნდა განთავისუფლდეს კაპიტალის მორჩილებისგან, ბუჟუაზიის უღლისაგან არ შეიძლება თავი შემოვიფარგლოთ ვისწრო სამასწავლებლო მოღვაწეობის ჩარჩოებით. მასწავლებლობა უნდა გაერთიანდეს მშრომელთა მთელ მებრძოლ მასასთან. ახალი პედაგოგიკის ამოცანაა დაუკავშიროს სამასწავლებლო მოღვაწეობა საზოგადოების სოციალისტური ორგანიზაციის ამოცანას.“11

სწორედ ამიტომ არის აუცილებელი კოლექტიური ბრძოლა კაპიტალისტური სისტემის წინააღმდეგ, სტუდენტები, მასწავლებლები, პროფესურა, ყველა ჩაგრული უნდა გაერთიანდეს ერთი მიზნისთვის არსებული უთანასწორო რეალობის შესაცვლელად და ერთად უნდა მოახერხონ ღირსეული საცხოვრებელი პირობების შექმნა.

სტუდენტური პროტესტის პერსპექტივა

აკადემიურ სივრცეში კონფლიქტმა კიდევ ერთხელ გვაჩვენა კაპიტალისტური სისტემის მიერ შექმნილი რეალობის გაუსაძლისი პირობები, სტუდენტების ბრძოლა სამართლიანობისთვის, თანასწორობისთვის, ცვლილებებისთვის არის ის მცირე ბრძოლა, რომელსაც აქვს პოტენციალი მეთოდური მუშაობით მოიცვას ფართო მასები. კიდევ უფრო მეტად ნათლად წარმოაჩინოს ანტიჰუმანური, ანტისახალხო სისტემური ლოგიკა. რა თქმა უნდა, აუცილებელია, პროცესი მივიდეს საერთო, ეროვნულ გაფიცვამდე, რაც არ არის მარტივი საკითხი, მაგრამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. რამდენად არსებობს რევოლუციური კლასი ქვეყანაში რთულად წარმოსადგენია,მაგრამ საერთო ცნობიერების შესაქმნელად, აუცილებელია ნებისმიერი წინააღმდეგობის გამოყენება. ბუნებრივია, სტუდენტობა არ არის ერთგვაროვანი ორგანიზმი, პირიქით იდეოლოგიური ეკლექტიზმითაც ხასიათდება, ვინაიდან მათ მძიმე სოციალური მდგომარეობის მიუხედავად ჯერ კიდევ არ გამოუცდია, ლიბერალური კაპიტალიზმის ექსპლუატირების პრაქტიკა, ამიტომაც მათი სამყაროს ხედვა დაშორებულია. მიუხედავად ამისა, „რევოლუციური“ სტუდენტობა არის ის ბაზა, რომელსაც უნდა დაეშენოს მასობრივი გაერთიანება უნივერსიტეტში. მათი საერთო ძალა კი უნდა იყოს მიმართული სისტემური ცვლილებებისკენ, ეს ცვლილებები კი მუდამ იარსებებს ქვეყანაში, ვიდრე კლასობრივი სახელმწიფოს დაცემა არ მოხდება, შესაბამისად, სტუდენტური კონფლიქტიც პოტენციურად დიდი წინააღმდეგობის წინაპირობაა. ამიტომაც, უნდა მოხდეს სხვადასხვა ჯგუფების დაახლოება საუნივერსიტეტო სივრცეში, რის შედეგადაც კიდევ უფრო მძლავრი უთანხმოება წარმოიშვას მართველ პოლიტიკურ და ეკონომიკურ ელიტებთან. სტუდენტების მთავარი მიღწევა იქნება, არამარტო სოციალური პრობლემების მცირედი მოგვარება, არამედ ჩვენება საზოგადოებისათვის , რომ ძირგამომპალი პრივილეგირებული ჯგუფების დასასრული შესაძლებელია. პოზიტიური დღისწესრიგის წარმოება და ცვლილებებისთის გარდაუვალი პირობების შესაქმნელად ბრძოლის გაგრძელება.რა თქმა უნდა, ეს არ არის მარტივი, პროცესი საკმაოდ გრძელვადიანი და ცვალებადი იქნება იმ მომენტში მატერიალურ რესურსებთან შესაბამისად, მაგრამ ქართულ აკადემიურ სივრცეში უნდა შეიქმნას ის მუდმივი კრიტიკული დისკურსი, რომელიც თაობების ცვლილებასთან ერთად შეინარჩუნებს აქტუალობას, ვინაიდან სტუდენტები უნივერსიტეტში არ ატარებენ მთელ ცხოვრებას, ამიტომაც კრიტიკული აზრი მძლავრი უნდა იყოს. მუდმივად უქმნიდეს სისტემას პრობლემას და ეძებდეს მომენტს მისი ტოტალური ცვლილებისთვის.

ეს აქამდე არსებულმა პროტესტებმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, მიუხედავათ მათი მწყობრი და განსაზღვრული პოლიტიკისა ვერ მოახერხეს, ამიტომაც ხშირად ხდებოდა სტუდენტების წლების განმავლობაში „მიძინება“, რასაც სისტემა საკმაოდ მოხელთებულად აკეთებდა, ეს მდგომარეობა წინააღმდეგობებს ასუსტებს, ვინაიდან ახალი ტალღის აგორება ძალისხმევასთან არის დაკავშირებული, ამავდროულად წყვეტითი პროცესი მთლიანობის განცდას არღვევას, რაც აუცილებელია წინააღმდეგობის დროს. უკვე მიღწეული, რაც სტუდენტების ჯგუფმა „მაისის სტუდენტური მოძრაობა“ გააკეთა, რომ კორონა ვირუსის პანდემიის პირობებში ახალგაზრდები ცხოვრობდნენ ლიბერალური პროფესურის, სისტემის მიერ რომანტიზებული სტუდენტური წლების ნარატივში, რეალური მხარე დაანახა. უსამართლობა, ექსპლუატაცია, ჩაგვრა, ვინაიდან ბოლომდე ვერ გაეგოთ მათი იმ დროინდელი მდგომარეობა, ახლა ეტაპობრივად გააცნობიერებენ თუ სად უნდა ისწავლონ, იშრომონ, იცხოვრონ. ამ მოცემულობის გათვალისწინებით წინააღმდეგობა უნდა გაიზარდოს, გაფართოვდეს და მოიცვას სხვადასხვა ჯგუფებიც.როგორც „პატარა აკადემიური კონფლიქტების პატარა დასაწყისი დიდი დასაწყისია,რადგან მას დღეს თუ არა, ხვალ, ხვალ თუ არა, ზეგ – დიდი გაგრძელება მოჰყვება.“12

შენიშვნები:

1 https://envs.ucsc.edu/internships/internship-readings/freire-pedagogy-of-the-oppressed.pdf

2 ვ.ი ლენინი ახალგაზრდობის შესახებ, გვ.131.

3 ვ.ი ლენინი, საჯარო განათლების შესახებ. „უნიში გამეფებული რეაქციული რეჟიმი, რევოლუციური სტუდენტობა და ლიბერალური პროფესორები. გვ.85-87.

4 ვ.ი ლენინი „ახალგაზრდობის შესახებ“ , გვ. 18-19.გამ. სახელგამი 1956 წელი,

5 https://www.opendemocracy.net/en/does-capitalism-need-mass-higher-education/

6 მ.გორკი „ახალგაზრდობის შესახებ“ გვ.228.

7 https://envs.ucsc.edu/internships/internship-readings/freire-pedagogy-of-the-oppressed.pdf

8 მ.გორკი, „უციდინარი,დაუდევარი,არაკეთილსინდისიერი და სხვა მუშაობის შესახებ. 1931 წელი.

9 მ.გორკი გამოსვლა კომკავშირის ლენინგრადის კონფერენციაზე, 1928 წელი. „ახალგაზრდობის შესახებ“ გვ.111

10 https://envs.ucsc.edu/internships/internship-readings/freire-pedagogy-of-the-oppressed.pdf

11“ სიტყვა მასწავლებელ ინტერნაციონალისტთა სრულიად რუსეთის ყრილობაზე“, ვ.ი ლენინი თხზულებანი, გამოც. მე-4 ტ.27.

12ვ.ი ლენინი თხზულებანი, გამომც. მე-4. ტ.15, გვ.251-259.

ბრაზილიელი განმანათლებელი და სოციალურ მეცნიერებებში ერთ-ერთი ფუნდამენტური ნაშრომის „ჩაგრულთა პედაგოგიკა“(pedagogy of the oppressed) ავტორი პაულო ფრეირი აღნიშნავს, „ჩაგვრა წარმოშობს დაპირისპირებას ადამიანებს, როგორც მჩაგვრელებსა და ჩაგრულებს შორის, ჩაგრულებმა, რომლებსაც ევალებათ თავისუფლებისთვის ბრძოლა ჭეშმარიტად სოლიდარულ ადამიანებთან ერთად, ამ ბრძოლის პროცესში უნდა შეიძინონ კრიტიკული ცოდნა ჩაგვრის შესახებ, თავისუფლების მოპოვების გზაზე ერთ-ერთი დიდი დაბრკოლება ისაა, რომ ჩაგვრა ამ რეალობაში არსებულ ადამიანებს მთლიანად შთანთქავს და ამ გზით ადამიანების თვით შეგნებას ამცირებს.“1

ჩაგვრის მსგავსიი მექანიზმი ადამიანის ცხოვრების ყველა ასპექტს ახასიათებს, ვინაიდან ტოტალური კონტროლის ქვეშ მყოფი სუბიექტი დომინანტი სისტემის მიერ განსაზღვრული ქცევითი კატეგორიებით მოქმედებებს. ეს ქცევა კი ძირითადად გაბატონებულ ეკონომიკური დღისწესრიგს მშვიდად აძლევს უთანასწორობის კვლავწარმოების საშუალებას. განსაკუთრებით ნეოკოლონიალური პოლიტიკის სახელმწიფოებში, რომლებიც ვერ გამოერკვნენ მსოფლიო ისტორიულ პროცესებში და ძირითადად მეტროპოლიური კაპიტალის ინტელექტუალური კლიშეებით საზრდოობს. პირველ რიგში, ასეთი ინსტიტუცია არის უნივერსიტეტი, რომელიც პირდაპირი გამოძახილია პოლიტიკური მდგომარეობის. ხშირად, ლიბერალური პროპაგანდა აკადემიური სივრცეს თიშავს საზოგადოებრივი ცხოვრებისგან და სტუდენტებს „აკადემიკოს სტუდენტებად“ წარმოგვიდგენს, ამით კი ცდილობს მათი „რევოლუციური“ პოტენციალის კონპენსირებას. რაც მიზნმიმართული მოქმედებაა სისტემის მშვიდ გარემოში ფუნქციონირებისათვის.

დღეს, საქართველოში გაბატონებული ლიბერალური-კაპიტალიზმი, რა თქმა უნდა, ნეოლიბერალური პოლიტიკური დომინაციის პირობებში, მეთოდურად ცდილობს იმ ღირებულებითი სისტემის ჩამოყალიბებას, რომელიც მშრომელთა დეზორიენტირებისა და მქონებელთა კლასის უტილიტარისტულ მიზნებს ემსახურება. ინდივიდუალიზაცია, ტოტალური კონკურენტული პირობები, უთანასწორო საშემოსავლო გარემო კაპიტალისტური სისტემის საფუძველშია მოცემული,შეუძლებელია მან შექმნას საჯარო სიკეთე, დააკმაყოფილოს მშრომელთა კლასის საჭიროებები. განათლების, საცხოვრებლის, ჯანდაცვისა და სხვა მოთხოვნები. მესამე სამყაროს პროვინციელი „ლიბერალური ინტელიგენცია“ კი მეტაფიზიკური სულიერი მოთხოვნილებებით მიისწრაფვის მჩაგვრელის ეკონომიკური ურთიერთობებისაკენ, რომელიც სარგებელს მხოლოდ ლიბერალებს ან მათ დამფინანსებლებს მოუტანს. ამ პროცესში კი მუშათა კლასი ყოველდღიურად ღარიბდება და ბრძოლობს გადარჩენისთვის. ესენი იქნება, პრივატიზებულ ქარხნებში დასაქმებული მუშები, ველურ საბანკო სისტემაში კარიერული წინსვლის მომლოდინე ადამიანები, თუ სამომხმარებლო სფეროში ექსპლუატირებული სტუდენტები, რომელსაც ნეოლიბერალური საგანმანათლებლო სისტემა ხელმისაწვდომ, იაფ მუშახელად აღზრდის. მათი საუნივერსიტეტო ცხოვრება დაცლილი იქნება აქტივიზმისაგან, კრიტიკული სოციალური დისკურსის წარმოებისაგან, სხვადასხვა ალტერნატიული განათლების მისაღების საშუალებები არ იარსებებს. შესაბამისად, რომანტიზებული სტუდენტობა, მაღალი სოციალური ფენის მსახურებაში დაიკარგება, რა თქმა უნდა, სამომავლო უპერსპექტივობასთან კოლაბორაციაში.

რა არის ამის მიზეზი? ლიბერალებს, რომ დავეკითხოთ, საბჭოთა განათლების სისტემაზე მიგვითითებენ და დასავლურ ინსტიტუტებში ინტეგრაციის ვერ განხორციელებაზე. ბუნებრივია, ეს პოზიცია მავნებლურია, იდეოლოგიურ მიზანს ემსახურება. ვინაიდან დღეს ქართულ აკადემიურ სივრცეში მეცნიერული აზრი თუ იწარმოება ეს სწორედ საბჭოთა მძლავრი მეცნიერული პოლიტიკის დამსახურებაა, დამოუკიდებლობის მოპოვების, განსაკუთრებით „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ სრულად ჩამოიშალა მეცნიერული ცხოვრება, „მარქსის-ლენინისტების გამოზრდილი ახალგაზრდობის“ ნაცვლად მივიღეთ, ახალი პროვინციულ ლიბერალურ ღირებულებებზე დაფუძნებული თაობები, რომლებსაც არ აქვთ პოლიტიკური ხედვა, როგორ უნდა შეიცვალოს რეალობა, ვინაიდან პრობლემას პიროვნებებში ხედავენ და არა სისტემაში. რეალურად, დღეს საქართველოში ყოველგვარი ეკონომიკური,სოციალური,პოლიტიკური თუ კულტურული პრობლემების საწყისი არის მჩაგვრელის ველური კაპიტალისტური სისტემა.

სწორედ ქვეყანაში არსებული პოლიტეკონომიკური ანალიზით უნდა მივიდეთ სტუდენტური პროტესტების გაცნობიერებამდე, ვინაიდან „სტუდენტების პოლიტიკური დაჯგუფება არ შეიძლება არ ასახავდეს მთელი საზოგადოების პოლიტიკურ დაჯგუფებას“2, ანუ როგორც ვხედავთ, სტუდენტიც არის „პოლიტიკური ცხოველი“ და მისი გამორიცხვა საზოგადოებრივი ცხოვრებიდან შეუძლებელია.

სტუდენტები, ექსპლუატირებული მშრომელთა კლასი ერთად უნდა დაუპირისპირდეს მჩაგვრელ სისტემურ მექანიზმს, რომელიც საქართველოში ნათლად იკვეთება პრივილეგირებული ჯგუფებისა და მუშათა კლასობრივ დიფერენცირებაში, რომლის საფუძველი ეკონომიკური უთანასწორობაა. დაბალი სოციალური ფენის სტუდენტებს უწევთ ბრძოლა განათლებისთვის, საცხოვრებლისთვის, ღირსეული შრომითი პირობებისთვის და ანაზღაურებისთვის, ეს პროცესი კი მჩაგვრელი რეალობის გაადააზრებაზე გადის. ეს წინააღმდეგობა კი უნდა იყოს კოლექტიური, კლასობრივი სოლიდარობით განმსჭვალული, როგორც ლენინი ამბობს, „წინააღმდეგობის მოსპობა შეუძლებელია თვითმპყრობელობის მოუსპობლად“3 თვითმპყრობელობის წინააღმდეგ ბრძოლა აკადემიურ სივრცეში დღეს არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პოლიტიკური ელიტების მიერ დანიშნულ სუბიექტებს არ მიეცეთ აკადემიური სივრცის სრულად კონტროლის,საბაზრო ეკონომიკური პრინციპებისა და განათლების პრივილეგირებული კლასის საკუთრებად გადაქცევის საშუალება. სწორედ, აღნიშნული პოლიტიკას წინააღმდეგობას უწევს სტუდენტების ერთობა „მაისის სტუდენტური მოძრაობა “. ეს სტუდენტები ახმოვანებ იმ მრავალ სისტემურ პრობლემას, რომელიც აკადემიურ სივრცეში არსებობს და ასევე აკრიტიკებენ სახელმწიფოს ანტისოციალურ პოლიტიკას.

რატომ არ სჭირდება კაპიტალიზმს მასობრივი განათლება? ან როგორ ახერხებს მერკანტილური კლასი აკადემიური სივრცის კომერციალიზაციას?

„მინისტრებს მუშები თოფისწამლად მიაჩნიათ,ხოლო ცოდნა და განათლება ნაპერწკლად, მინისტრი დარწმუნებულია, რომ თუ ნაპერწკალი თოფისწამალში ჩავარდა, მაშინ აფეთქება უწინარეს ყოვლისა მთავრობის წინააღმდეგ იქნება მიმართული“4 ბუნებრივია, განათლება, რომელიც გაიშლება ფართო მასებში და მათ მიეცემათ საკუთრივ მდგომარეობის გააზრების საშუალება, პრობლემურია უთანასწორო ეკონომიკური სისტემისათვის, ვინაიდან ჩაგრული იაზრებს საკუთარ ყოფას და ესმის მისი როლი, ფუნქცია ემანსიპაციის პროცესში. შესაბამისად, კრიტიკული ცოდნით შეიარაღებული მშრომელი ეგზისტენციური საფრთხეა კაპიტალისტური სისტემისათვის. სწორედ ამიტომ, ბურჟუაზიული კლასი მეთოდურად იყენებს ნეოლიბერალურ პარადიგმას და საუკუნეების წინ უნივერსიტეტში დაფუძნებულ „ბიუროკრატიულ დიქტატურას“ ცვლის სამეწარმეო ღირებულებითი სისტემით, რასაც პირდაპირ უნივერსიტეტის ავტონომიის შეზღუდვამდე მივყავართ. „ნეოლიბერალური პარადიგმა ეკონომიკურად მკვდარი, თუმცა იდეოლოგიურად კვლავ ძალიან აქტიურია, განსაკუთრებით, განათლების სექტორში, რომელმაც გაცილებით მეტად მოირგო ბიზნესის მსგავსი და „სამეწარმეო“, ღირებულებითი სისტემა.“5

როგორც ვხედავთ, კაპიტალისტურ სისტემას არ სჭირდება კრიტიკულად მოაზროვნე პიროვნებები, ვინაიდან წესრიგს არ შეექმნას საფრთხე, არამედ საუნივერსიტეტო ცხოვრებაში სტუდენტები ჩაებმებიან მხოლოდ იმისთვის, რომ წლების შემდეგ კონკურენტუნარიანები იყვნენ საკუთარი კლასის წარმომადგენლებთან მიმართებაში. კაპიტალისტურ სისტემაში კონკურენცია მხოლოდ დაბალ სოციალური ფენაში არსებობს, რომელსაც მქონებელთა კლასი სოციალური დარვინიზმის ფსევდომეცნიერული პოზიციიდან უმზერს. როგორც ვხედავთ, მშრომელების მომავალი წესრიგის მიერ არის განპირობებული და კლასობრივი „დაღი“ განსაზღვრავს შენს ცხოვრებას. პიროვნული თავისუფლება მონურ, კერძო სუბიექტების მოგების გაზრდისკენ მიმართული შრომაში იკარგება. ამიტომაც, აკადემიური თავისუფლებისთვის ბრძოლა, სტუდენტების სოციალური პირობების გაუმჯობესება გადის კლასობრივი სახელმწიფოს დაცემაზე, რაც მძლავრი წინააღმდეგობის გარეშე და ლიბერალური პაციფიზმის პოზიციაზე ყოფნით შეუძლებელია მოხდეს.

მაქსიმ გორკი საკმაოდ ხატოვნად გადმოსცემს ამ მოცემულობას „ყველა ბურჟუაზიული,კლასობრივი სახელმწიფო, ზოოპარკის ტიპზე იყო აგებული. ბურჟუაზიულ სახელმწიფოში, კიდევ ვიმეორებ, ადამიანი ცხოვრობს თავისი მოყვასისგან პირადი თავდაცვის მუდმივი ზრუნვით. დაძაბულ პირობებში თვითშეიარაღებისადმი, ფულით თავდაცვისადმი მუდმივ მისწრაფებაში. მოპოვებული ადგილის დაცვის ზრუნვაში. იმის სურვილში, რომ ეს ადგილი შეცვალოს სხვა უფრო მაღალი ადგილით. ცხოვრობს „პიროვნების უფლებათა“ დამცველი პატარ-პატარა იდეებისა და ხიშტების ლესვაში, ინდივიდუალიზმის გამახვილებაში.6

პირველ რიგში, სტუდენტებმა უნდა გაიაზრონ, რომ ისინი იბრძვიან,არა მარტო უნივერსიტეტის ადმინისტარციისა და სისტემაში გამოზრდილი რექტორის წინააღმდეგ არამედ უპირისპირდებიან იმ იდეოლოგიურ პარადიგმას, რომელიც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ უალტერნატივოდ წარმოაჩინეს პოლიტიკურმა და ეკონომიკურმა ელიტებმა, სხვადასხვა ანტიკომუნისტურმა ინტელიგენციამ და ა.შ. ეს პროცესი არამარტო პროვინციებში, არამედ დასავლურ კაპიტალისტურ სახელმწიფოებში მიმდინარეობდა, დღეს კი უფრო აქტუალურია პოსტიდეოლოგიური დისკურსი, რა თქმა უნდა პოსტმოდერნული ესთეტიკით, ვიდრე რომელიმე კონკრეტული იდეოლოგიის გამარჯვებულად გამოცხადება, როგორც გასული საუკუნის ბოლოს მოხდა. რეალურად, ეს არის ბურჟუაზიული პოლიტიკა, ამის უკან, სწორედ იდეოლოგიური მიზნები დგას, პროცესი კი, პირველ რიგში, რეაქციული ძალების გაძლიერებისაკენ არის მიმართული.

ნებისმიერ სტუდენტურ პროტესტს საქართველოში უნდა ჰქონდეს გაცხადებული ანტიკაპიტალისტური რიტორიკა, ვინაიდან სოციალური სამართლიანობისთვის ბრძოლა შეუძლებელია შედეგიანი იყოს, თუ ძირეულად არ მოისპობა წესრიგი, სტუდენტები არ უნდა დაიკარგნონ რეფორმისტულ საქმიანობაში და უნდა შეინარჩუნონ ის რევოლუციური და რადიკალური განწყობები, რომელიც ჭეშმარიტ სოციალურ პროტესტს აქვს.

სწორედ ამის შემდეგ იქნება შესაძლებელია, უნივერსიტეტს დაუბრუნდეს თავისი სამეცნიერო ფუნქცია, უნივერსიტეტი ყოველთვის მონაწილეობს საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაში, ვინაიდან საზოგადოება იმდენად არის ჯანსაღ პოლიტიკურ დისკურსში ჩაბმული, რამდენადაც ის არის მეცნიერული საზოგადოება. მეცნიერება არის სოციალური ინსტიტუცია, ის გამაერთიანებელი აზროვნების სტილით, პარადიგმით ხასიათდება,მუდმივად არის ჩართული აზროვნებაში ანომალიების გამოვლენაში, კრიზისული ეტაპების გადალახვასა და ახალი პარადიგმის დაფუძნებაში, ეს არის წმინდად მეცნიერული საზოგადოების ჩამოყალიბების პირობები, რომელიც მონოპოლიზებულ იდეოლოგიურ დისკურსში იცვლება პრივილეგირებული კლასების ინტერესების შესაბამისად, ინტერესი ჭეშმარიტებისადმი აღარ არსებობს. სწორედ ეს ხდება დღეს ქართულ აკადემიურ სივრცეში, თავი დავანებოთ კერძო ლიბერალურ უნივერსიტეტებს, მათ გაცხადებული კომერციული მიზნები აქვთ და არ აინტერესებს მეცნიერების წარმოების დონე ქვეყანაში, სახელმწიფო უნივერსიტეტებიც სავსეა ლიბერალური პროფესურით, რომლებიც ჩაკარგულია 90-იანი წლების სოციალურ და პოლიტიკურ დისკურსში. ამის მიზეზი ჩამოშლილი სამეცნიერო კორპუსია. შესაბამისად ,მათი დამოკიდებულება მეცნიერებისადმი, სტუდენტებისადმი, უნივერსიტეტის ფუნქციისადმი ემთხვევა სახელმწიფოში გაბატონებული კლასის ინტერესებს ან სრულად ინფანტილურნი არიან ნებისმიერი პროცესისადმი.

ლიბერალური პროფესურის და მასწავლებლების დახმარებით ხორციელდება მართველი ელიტებისღვის სასარგებლო ეკონომიკური პოლიტიკის გატარება სასწავლებლებში, როგორც სისტემის „აგენტები“ მეთოდურად ცდილობენ არსებული სოციალური წესრიგისათვის მნიშვნელოვანი ღირებულებითი სისტემა დააფუძნონ, აღზარდონ სტუდენტები, როგორც მორჩილებისადმი განწირული სუბიექტები და არ მისცეს ახალგაზრდებს საშუალება მათი აკადემიური თავისუფლების შესაბამისად იმოქმედონ სამეცნიერო საზოგადოებაში, მათ უნდა შეზღუდონ კრიტიკული აზრი და იმეტყველონ მხოლოდ სისტემის მდგრადობისათვის აუცილებელი ცნებებით.

ლიბერტარიანული განათლების მოდელის ზუსტი შეფასებაა, ფრეირის მოსაზრებაა:„ამრიგად განათლება ფულის დეპოზიტზე შეტანას ემსგავსება, სადაც მოსწავლეები ბანკები,ხოლო მასწავლებლები დეპოზიტები არიან. მოსწავლეებთან კომუნიკაციის ნაცვლად მასწავლებელი კომუნიკეებს გამოსცემს და ახორციელებს სადეპოზიტო შენატანებს,რომელსაც მოსწავლეების მოთმინებით იღებენ, იმახსოვრებენ და იმეორებენ, ასეთია განათლების „საბანკო“ კონცეფცია. რომელშიც მოსწავლეებს მხოლოდ დეპოზიტების მიღება და შენახვა აკისრიათ, საბოლოოდ ამ არასწორად წარმართულ სისტემაში შემოქმედებითობის, ცვლილებისკენ სწრაფვის და ცოდნის გარეშე რჩებიან.“7

დღეს ეს ლიბერალური პროფესურა არის მთვარი მამოძრავებელია ძალა „საბანკო საგანმანათლებლო სისტემისა“, რასაც კაპიტალისტური კლასი საკუთარი ლეგიტიმაციისთვის იყენებს, ვინაიდან ფსევდომეცნიერული ნარატივებით ამოვსებული სუბიექტი ვერ აცნობიერებს მის კლასობრივ მდგომარეობას და ჩაბმულია ბურჟუაზიული საზოგადოების მიერ შემუშავებულ „მე – მეობის“ კულტურულ პოლიტიკაში. პიროვნება მოწყვლადი და მარტივად ექსპლუატირებადი ხდება კაპიტალისტური სისტემის მიერ. ქართულ აკადემიურ სივრცეში კი წვრილბურჟუაზიულ ინტერესებში გახლართული პროფესურა მეცნიერებას არ წარმოადგენს, როგორც სოციალურ ინსტიტუციას, რომელიც აჯანსაღებს ჩაგრულთა ყოველდღიურობას და მიმართულია მათი ემანსიპაციის დისკურსისაკენ.

ლიბერალური პროფესურა არის მთავარი სისტემის აგენტი უნივერსიტეტში და მათი დახმარებით ხდება მასების მოტყუება, რა თქმა უნდა, პროპაგანდის სხვდასხვა საშუალებებთან ერთად „მშვიდობიანი კულტურული განვითარების“ შესახებ, თითქოს უთანასწორო პოლიტიკის, მჩაგვრელისა და ჩაგრულის არსებობის პირობებში შესაძლებელია განვითარების ბურჟუაზიული პაციფიზმი მუშაობდეს. სწორედ,აღნიშნული უზოგადესი პრინციპის ირგვლივ შემოიკრიბება პრივილეგირებული კლასისთვის აუცილებელი ღირებულებები. მათ შორის, გორკისათვის საძულველი კულტურული აღზრდის ტაქტიკა. „სოციალისტურმა სახელმწიფომ მასების კულტურულად აღზრდის გეგმაში უნდა შეიტნოს ბრძოლა „მე-მეობისა“ და „თვითონობის“ მახინჯური ზრდიდ წინააღმდეგ, არსებითად იმ პარაზიტული „მეს“ წინააღმდეგ, რომელიც ბურჟუაზიული საზოგადოების მიერ არის აღზრდილი და მიჩნეული თავისი „სულის კერძო მეურნეობის“ ინტერესები მსოფლიო ინტერესებზე, მშრომელი მასების ინტერესებზე მაღლა დააყენოს.“8

ინდივიდუალიზაცია, კულტურულად აღზრდის გეგმაში დანერგეს ლიბერალურმა პროფესურამ უნივერსიტეტში და მასწავლებლების არმიამ სკოლებში, მაგრამ ეს პოლიტიკა მათი სუბიექტური იდეოლოგიური მდგომარეობის მიღმაც გადის, ვინაიდან ეს არ არის მათი თავისუფალი არჩევანი, სისტემა აწვდით ანტიკომუნისტურ განწყობებს, სწორედ ამ ადამიანებზე არის გათვლილი და ისინი მოქმედებენ შესაბამისად, ანუ ავრცელებელ ფსევდოინდივიდუალიზმს, რომელიც მშრომელთა კოლექტიური ინტერესების წინ საკუთარ პირად ინტერეს აყენებს, ილუზიას უქმნის „მე -მეობის“ მნიშვნელობაზე. რასაც ანტაგონისტურ პოზიციამდე მივყავართ, არა მქონებელსა და უქონელ კლასებს შორის, არამედ მშრომელების ურთიერთბაში. ეს კი ნამდვილად დიდი პრობლემაა. „უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი ყოველდღიურობა, ეს მშვიდობიანი ცხოვრება კი არ არის,არამედ ბრძოლა, სასტიკი ბრძოლა კაპიტალიზმის უზარმაზარი ორგანიზაციის წინააღმდეგ“9

ამ რეალობის გათვალისწინებით, ლიბერალური აკადემიური პერსონალი, პოლიტიკური და ეკონომიკური ელიტების მსახური ბიუროკრატია უნივერსიტეტში მეთოდურათ ცდილობს, ერთ განზომილებაში დაანახოს სამყარო სტუდენტებს, კაპიტალისტური წესრიგისთვის საფრთხის შემცველი ანალიზისაგან განძარცვოს საუნივერსიტეტო ცხოვრება, გაატარონ სახელმწიფოში გაბატონებული ეკონომიკური პოლიტიკა და მეცნიერება მოარგონს საბაზრო პრინციპს. რის შედეგადაც, ეტაპობრივად ვხედავთ, ბაზრისთვის უინტერესო პროფესიების გაქრობას, ვინაიდან კლასიკური მეცნიერებები არ არის „კონკურენტუნარიანი“ შრომის ბაზარზე. როგორც ვხედავთ, მეცნიერებების არსებობა ნეოლიბერალური საგანმანათლებლო სისტემის პირობებში პირდაპირ ბმაშია კომერციალიზაციასთან, ვინაიდან განათლება, მეცნიერება იქცა ბიზნესად. სოციალისტური მონაპოვარი მასობრივ განათლების უფლებასთან დაკავშირებით, ეტაპობრივად უბრუნდება მეცხრამეტე საუკუნის მდგომარეობას, როცა განათლება შეძლებული კლასის ხელში იყო და ისინი განსაზღვრავდნენ ეპოქის აზროვნების წესს. რაც პირველ რიგში მშრომელთა დამონებისთვის არის აუცილებელი. აღნიშნულ მდგომარეობას უბრუნდება გლობალურად სამყარო, არა მარტო განათლების სექტორში, არამედ ადამიანის მოქმედების სხვადასხვა ასპექტში. ეს პროცესი განსაკუთრებით იგრძნობა მესამე სამყაროს სახელმწიფოებში, ვინაიდან აქ კლასობრივი გაუცხოება მინიმალურ დონეზეც კი არასდროს გადალახულა.

„ჩაგვრის დასაძლევად ადამიანებმა ჯერ კრიტიკულად უნდა გააცნობიერონ მისი მიზეზები, რათა ტრანსფორმაციის შედეგად ახალი სიტუაციის შექმნა, რომელიც უფრო სრულყოფილ ადამიანად გადაქცევას შესაძლებელს გახდის“10 ამ მდგომარეობის მისაღწევად კი აუცილებელია უნივერსიტეტი განთავისუფლდეს გავლენებისაგან, ვინაიდან სასიცოცხლოდ აუცილებელია დომინანტი სოციალური წესრიგის კრიტიკა, უნივერსიტეტი უნდა იქცეს თავისუფლებისა და თანასწორობის ბასტიონად, უნდა გაიწმინდოს ლიბერალური განწყობებისგან აკადემიური სივრცე და ცოდნა დაიხსნას კაპიტალის მორჩილებისაგან.

„მასწავლებლების არმიამ უნდა დაინახოს უზარმაზარი საგანმანათლებლო ამოცანები და უწინარეს ყოვლისა ის უნდა გახდეს სოციალისტური განათლების მთავარი არმია. ცხოვრება, ცოდნა უნდა განთავისუფლდეს კაპიტალის მორჩილებისგან, ბუჟუაზიის უღლისაგან არ შეიძლება თავი შემოვიფარგლოთ ვისწრო სამასწავლებლო მოღვაწეობის ჩარჩოებით. მასწავლებლობა უნდა გაერთიანდეს მშრომელთა მთელ მებრძოლ მასასთან. ახალი პედაგოგიკის ამოცანაა დაუკავშიროს სამასწავლებლო მოღვაწეობა საზოგადოების სოციალისტური ორგანიზაციის ამოცანას.“11

სწორედ ამიტომ არის აუცილებელი კოლექტიური ბრძოლა კაპიტალისტური სისტემის წინააღმდეგ, სტუდენტები, მასწავლებლები, პროფესურა, ყველა ჩაგრული უნდა გაერთიანდეს ერთი მიზნისთვის არსებული უთანასწორო რეალობის შესაცვლელად და ერთად უნდა მოახერხონ ღირსეული საცხოვრებელი პირობების შექმნა.

სტუდენტური პროტესტის პერსპექტივა

აკადემიურ სივრცეში კონფლიქტმა კიდევ ერთხელ გვაჩვენა კაპიტალისტური სისტემის მიერ შექმნილი რეალობის გაუსაძლისი პირობები, სტუდენტების ბრძოლა სამართლიანობისთვის, თანასწორობისთვის, ცვლილებებისთვის არის ის მცირე ბრძოლა, რომელსაც აქვს პოტენციალი მეთოდური მუშაობით მოიცვას ფართო მასები. კიდევ უფრო მეტად ნათლად წარმოაჩინოს ანტიჰუმანური, ანტისახალხო სისტემური ლოგიკა. რა თქმა უნდა, აუცილებელია, პროცესი მივიდეს საერთო, ეროვნულ გაფიცვამდე, რაც არ არის მარტივი საკითხი, მაგრამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. რამდენად არსებობს რევოლუციური კლასი ქვეყანაში რთულად წარმოსადგენია,მაგრამ საერთო ცნობიერების შესაქმნელად, აუცილებელია ნებისმიერი წინააღმდეგობის გამოყენება. ბუნებრივია, სტუდენტობა არ არის ერთგვაროვანი ორგანიზმი, პირიქით იდეოლოგიური ეკლექტიზმითაც ხასიათდება, ვინაიდან მათ მძიმე სოციალური მდგომარეობის მიუხედავად ჯერ კიდევ არ გამოუცდია, ლიბერალური კაპიტალიზმის ექსპლუატირების პრაქტიკა, ამიტომაც მათი სამყაროს ხედვა დაშორებულია. მიუხედავად ამისა, „რევოლუციური“ სტუდენტობა არის ის ბაზა, რომელსაც უნდა დაეშენოს მასობრივი გაერთიანება უნივერსიტეტში. მათი საერთო ძალა კი უნდა იყოს მიმართული სისტემური ცვლილებებისკენ, ეს ცვლილებები კი მუდამ იარსებებს ქვეყანაში, ვიდრე კლასობრივი სახელმწიფოს დაცემა არ მოხდება, შესაბამისად, სტუდენტური კონფლიქტიც პოტენციურად დიდი წინააღმდეგობის წინაპირობაა. ამიტომაც, უნდა მოხდეს სხვადასხვა ჯგუფების დაახლოება საუნივერსიტეტო სივრცეში, რის შედეგადაც კიდევ უფრო მძლავრი უთანხმოება წარმოიშვას მართველ პოლიტიკურ და ეკონომიკურ ელიტებთან. სტუდენტების მთავარი მიღწევა იქნება, არამარტო სოციალური პრობლემების მცირედი მოგვარება, არამედ ჩვენება საზოგადოებისათვის , რომ ძირგამომპალი პრივილეგირებული ჯგუფების დასასრული შესაძლებელია. პოზიტიური დღისწესრიგის წარმოება და ცვლილებებისთის გარდაუვალი პირობების შესაქმნელად ბრძოლის გაგრძელება.რა თქმა უნდა, ეს არ არის მარტივი, პროცესი საკმაოდ გრძელვადიანი და ცვალებადი იქნება იმ მომენტში მატერიალურ რესურსებთან შესაბამისად, მაგრამ ქართულ აკადემიურ სივრცეში უნდა შეიქმნას ის მუდმივი კრიტიკული დისკურსი, რომელიც თაობების ცვლილებასთან ერთად შეინარჩუნებს აქტუალობას, ვინაიდან სტუდენტები უნივერსიტეტში არ ატარებენ მთელ ცხოვრებას, ამიტომაც კრიტიკული აზრი მძლავრი უნდა იყოს. მუდმივად უქმნიდეს სისტემას პრობლემას და ეძებდეს მომენტს მისი ტოტალური ცვლილებისთვის.

ეს აქამდე არსებულმა პროტესტებმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, მიუხედავათ მათი მწყობრი და განსაზღვრული პოლიტიკისა ვერ მოახერხეს, ამიტომაც ხშირად ხდებოდა სტუდენტების წლების განმავლობაში „მიძინება“, რასაც სისტემა საკმაოდ მოხელთებულად აკეთებდა, ეს მდგომარეობა წინააღმდეგობებს ასუსტებს, ვინაიდან ახალი ტალღის აგორება ძალისხმევასთან არის დაკავშირებული, ამავდროულად წყვეტითი პროცესი მთლიანობის განცდას არღვევას, რაც აუცილებელია წინააღმდეგობის დროს. უკვე მიღწეული, რაც სტუდენტების ჯგუფმა „მაისის სტუდენტური მოძრაობა“ გააკეთა, რომ კორონა ვირუსის პანდემიის პირობებში ახალგაზრდები ცხოვრობდნენ ლიბერალური პროფესურის, სისტემის მიერ რომანტიზებული სტუდენტური წლების ნარატივში, რეალური მხარე დაანახა. უსამართლობა, ექსპლუატაცია, ჩაგვრა, ვინაიდან ბოლომდე ვერ გაეგოთ მათი იმ დროინდელი მდგომარეობა, ახლა ეტაპობრივად გააცნობიერებენ თუ სად უნდა ისწავლონ, იშრომონ, იცხოვრონ. ამ მოცემულობის გათვალისწინებით წინააღმდეგობა უნდა გაიზარდოს, გაფართოვდეს და მოიცვას სხვადასხვა ჯგუფებიც.როგორც „პატარა აკადემიური კონფლიქტების პატარა დასაწყისი დიდი დასაწყისია,რადგან მას დღეს თუ არა, ხვალ, ხვალ თუ არა, ზეგ – დიდი გაგრძელება მოჰყვება“12

გაზიარება