თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტების პროტესტი გრძელდება

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტების პროტესტი გრძელდება. სტუდენტები ითხოვენ, რომ სწავლა ჰიბრიდული მეთოდით გაგრძელდეს. რექტორთან შეხვედრა მათ პროტესტის ნიშნად დატოვეს.
შეგახსენებთ, რომ გიორგი შარვაშიძემ უარი განაცხადა ბრძანების შეცვლაზე, შესაბამისად, სწავლა , უნივერსიტეტში მხოლოდ სააუდიტორიო მეთოდით გაგრძელდება.
სტუდენტებმა რექტორს გადაწყვეტილების შესაცვლელად ვადა სამუშაო დღის ბოლომდე მისცეს.

გაზიარება