ბარბარე საური – განათლების უფლება ყველას

თსუ-ის სტუდენტ ბარბარე საურის აზრით, დისტანციური სწავლების დროს, როდესაც უნივერსიტეტის ხარჯები მინიმუმადე იყო შემცირებული და სტუდენტები ჩვეულ რეჟიმში იხდიდნენ გადასახადს, უფრო მეტი ფინანსური რესურსი უნდა დარჩენოდა უნივერსიტეტს იმისთვის, რომ დღეს ჰიბრიდური სწავლება დანერგოს.
უნივერსიტეტის ადმინისტრაციის განმარტებით, ჰიბრიდული რეჟიმით სწავლება მათ შორის არასაკმარისი ფინანსური რესურსის გამოა შეუძლებელი.
2020 წელს თსუ-ს ბიუჯეტი 103 613 535 ლარს შეადგენდა. აქედან კონფერენციების და სემინარებს ორგანიზებისთვის მხოლოდ 750 ლარი დაიხარჯა.
მიუხედავად ამისა, ბარბარე ამბობს, რომ უნივერსიტეტმა Zoom პაკეტები შეიძინა მხოლოდ იმ ლექციებისთვის, რომლებსაც ბევრი სტუდენტი ესწრებოდა, ხოლო სემინარებზე სტუდენტებს დღემდე ყოველ ნახევარ საათში ერთხელ შესვლა-გამოსვლა უწევთ.

გაზიარება