ინტერვიუ სუბკომანდანტე მარკოსთან

საპატისტათა ქვიშის საათი


გიორგი ყუშიტაშვილის თარგმანი

გთავაზობთ მწერალ გაბრიელ გარსია მარკესისა და ჟურნალისტ რობერტო პომბოს ვრცელ ინტერვიუს სუბკომანდანტე მარკოსთან. ინტერვიუ საპატისტას მოძრაობის პირველ ათწლეულს აჯამებს და აღწერს საპატისტას მიზნებს, ისტორიას და საფუძველმდებარე იდეებს.
 
სუბკომანდანტე მარკოსი აცხადებს, რომ “შეუძლებელია ჰეგემონიისთვის მებრძოლი ორი ჯგუფის კინკლაობაში ახალი სამყარო ან ახალი საზოგადოება დაიბადოს.”
 
“თუ ერთი მხრივ მჩაგვრელი ძალაა, რომელიც საზოგადოების სახელით ზემოდან იღებს გადაწყვეტილებას, მეორე მხრივ ჩნდება ენთუზიასტთა ჯგუფი, რომელსაც სურს ქვეყანას სწორი გზისაკენ გაუძღვეს. მაგრამ როგორც კი მჩაგვრელ ძალას ძალაუფლებას ჩამოაცილებს, შემდეგ ის თავად იკავებს იმ მჩაგვრელი ძალის ადგილს და ახლა საზოგადოების სახელით თავად იღებს გადაწყვეტილებებს. ჩვენთვის ეს ორ ჰეგემონიას შორის მიმდინარე დაპირისპირებაა, სადაც გამარჯვებულები კარგი ბიჭები არიან, ხოლო დამარცხებულები ცუდები, თუმცა საზოგადოების დანარჩენი ნაწილისთვის რეალურად არაფერი იცვლება.”-ამბობს სუბკომანდანტე მარკოსი

შემოსავლების უთანასწორობის დონე საქართველოში ერთ-ერთი მაღალია, ხოლო უკრაინაში ყველაზე დაბალი მსოფლიოში. მდიდრები ყოველთვის იყვნენ, მაგრამ ბოლო 50 წლის განმავლობაში მდიდარი 1 პროცენტი კიდევ უფრო გამდიდრდა და შემოსავლების უთანასწორობაც გაიზარდა.

მნიშვნელობა არ აქვე ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას და სიმდიდრეს, მთავარია, რამდენად თანასწორია ის. უთანასწორობა გამანადგურებელი ფენომენია, ის აისახება განათლების მიღების შესაძლებლობაზე, ჯანმრთელობაზე, უნარ-ჩვევებზე, წარმოშობს სოციალურ პათოლოგიებს, ეკონომიკურ დაუცველობას, ვალებს და შიშებს. დაბოლოს, უთანასწორობის გრძელვადიან შედეგებს შორის ასახელებენ პოლიტიკური ველის პოლარიზაციას და პოპულიზმის ზრდას. შემოსავლების უთანასწორობა და სიმდიდრის მცირერიცხოვანი ჯგუფის ხელში კონცენტრაცია საფრთხეს უქმნის დემოკრატიულ კულტურას.

იზრდება თუ არა უთანასწორობა და როგორ შეგვიძლია ამის გამოსწორება

რიჩარდ პარტინგტონი

მარიამ პაიჭაძის თარგმანი

თურქეთი ისტორიული არჩევნების გზაგასაყარზე,

 

სანდრო ბაკურაძე

2023 წლის 14 მაისს თურქეთში საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებია. პოლიტიკური ძალებისა და პარტიების კომპლექსური გადანაწილება ართულებს წინასწარ პროგნოზსა და შეფასებას. თებერვლის დამანგრეველმა მიწისძვრამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაში, მაგრამ ამ მოვლენების ფონზე წინასაარჩევნო გარემო კიდევ უფრო მეტი დაძაბულობით დაიმუხტა. გთავაზობთ თურქოლოგ სანდრო ბაკურაძის წერილს „თურქეთი ისტორიული არჩევნების გზაგასაყარზე.“

ვიკა სახურია – მსაჯი

ვიკა სახურია მსაჯია. იგი საქართველოს, როგორც კაცთა, ასევე ქალთა ჩემპიონატებში მსაჯობს. მიუხედავად საკმაოდ რთული სამუშაოსა, იგი ბევრს შრომობს, რომ ფიზიკურადაც და ფსიქიკურადაც მზად შეხვდეს ყველა გამოწვევას.

მსაჯობა საკმაოდ რთული პროფესიაა, რადგან უნდა გაუძლო ზეწოლას, როგორც ფეხბურთელებისგან, ასევე მაყურებლებისგან. მიუხედავად ამისა, ვიკას ფეხბურთის გარეშე ცხოვრება ვერ წარმოუდგენია. მა სწინ დიდი გეგემები აქვს.

ნაკრების წაუგებელი სერია #2

ვილი სანიოლის ხელმძღვანელობით საქართველოს საფეხბურთო ნაკრები შესანიშნავ ფორმაშია.

საუბრები ფეხბურთელებთან:

ლანა გორგაძე და ანა ჯანელიძე

წაიკითხეთ ჩვენი ინტერვიუ ფეხბურთელებთან, ლანა გორგაძესთან და ანა ჯანელიძესთან:

“ჩვენ არ გვქონდა ცოდნები და არც არავის უთქვამს, როგორ უნდა გვევარჯიშა საერთოდ, მაშინ ყველაფრის გვჯეროდა, ლიანდაგებზეც დავრბოდით და ქუჩებშიც დავრბოდით და ეს ნორმალური გვეგონა. იმ პერიოდში შედეგს ვხედავდით კიდეც და კარგ ფორმაში ვიყავით, მაგრამ, სინამდვილეში, ამ თავდადებებმა, თუ თავგანწირვებმა, არასწორმა ვარჯიშებმა თავისი შედეგი გამოიღო. იმდენად გვინდოდა თამაში სხვა არაფერი გვაინტერესებდა, არც პირობები და არც ფული გვჭირდებოდა, არც რაიმე სხვა საზრუნავი გვქონდა, ბავშვს როცა რაღაც ასე ძალიან უნდა ყველაფერზე თანხმდება და ყველაფერზე ხელს მოაწერს, ეს კარგად გამოიყენეს.”

სოლიდარობას საფრთხე ემუქრება

ალექსანდრა აროშვილი

გთავაზობთ ალექსანდრა აროშვილის ახალ წერილს.

ტექსტი ეხმაურება ავტორის წინა წერილს და ცდილობს დაასაბუთოს, ვის მიემართება სინამდვილეში მმართველი პარტიის მიერ “უცხოური გავლენის აგენტების” შესახებ კანონპროექტის მხარდაჭერის შესახებ განცხადებები.

“როდის ხდება სახალხო სოლიდარობის დისკრედიტაცია? როდესაც ოპოზიცია ნიველირებულია, ხოლო პოლარიზება უკიდურესობამდე გაზრდილი, ვინ რჩება პოტენციურ საფრთხედ იმ სტრუქტურული ძარცვის განხორციელებისთვის, რასაც წინა წერილში გარდაუვალ მომავალს ვუწოდებ? თუ ეს გარდაუვალი მომავალი გარდაუვალად გულისხმობს ადგილობრივი ხალხების წინააღმდეგობას, რადგან პირდაპირ დაემუქრება მათ საცხოვრებელ არეალებს, იმისთვის, რომ ძარცვა შესაძლებელი გახდეს, ეს წინააღმდეგობები საფუძველშივე უნდა განეიტრალდეს.

ამიტომ, თუ ვინმეს ჯერ კიდევ ჰგონია, რომ მთავრობა ამით არასამთავრობო ორგანიზაციებს ამოსდებს ლაგამს, რომელთა დაფინანსებები ისედაც გამჭვირვალეა, და ეჭვი ეპარება, რომ ამ პროცესში დასაჭერი ერთ-ერთი და ალბათ ყველაზე სარფიანი კურდღელი სწორედ ისაა, რომ რეალურად კანონპროექტი მიმართულია სახალხო სოლიდარობების წარმოების შეუძლებლობისკენ – მინდა ვუთხრა: გადავხედოთ დაგეგმილ აქტივობებს, რომელიც მთავრობამ უახლოეს მომავალში უნდა განახორციელოს, მაგალითად, მსხვილ ჰესებს – ნენსკრა, ხუდონი, ნამოხვანი – რომლებსაც მმართველი პარტია ახალი სიცოცხლით მიუბრუნდა და მათ შორის, ზოგიერთის მშენებლობის დაწყებას 2023 წლისთვის აანონსებს. გადავხედოთ მზარდ სოციალურ უკმაყოფილებას, გაფიცვების ტალღებს ურბანულ თუ რეგიონულ ეკონომიკაში, პროფესიული წრეების მობილიზებას პოლიტიკური დისკრედიტაციისა და შრომითი უფლებების შელახვის წინააღმდეგ: როგორ უნდა ჩაიხშოს, ამ შემთხვევაში ეს წინააღმდეგობები, თუ არა მათი წინასწარი, პრევენციული დისკრედიტაციით? როგორ არის შესაძლებელი მათი დისკრედიტირება ამ კანონპროექტით?“

სხვა ბახმარო

ზემო აჭარის სოფლების მკვიდრნი, ბახმაროსა და მის შემოგარენში თითქმის ნახევარ წელს ატარებენ. ამ პერიოდის განმავლობაში ისინი შრომობენ, ამზადებენ პროდუქტს და ემზადებიან მკაცრი ზამთრისთვის. სწორედ ისინი ამარაგებენ კურორტს რძის პროდუქტებით, ხის ნაკეთობებით, ბოსტნეულით.

ნახეთ, როგორია შრომა და ცხოვრება კურორტ ბახმაროზე.

ლიანა ცოციაძე – შრომა 9 წყაროზე

ლიანა ცოციაძე უკვე 27 წელია, ოჯახთან ერთად, ბახმაროს გზაზე, 9 წყაროზე, ყიდის სხვადასხვა პროდუქტს. აქაური ტრადიციაა, რომ სანამ ბახმაროში ახვალ, აუცილებლად გაჩერდე ცხრა წყაროზე , მიირთვა ცივი წყალი და მოხარშული სიმინდი.

ლიანას სამუშაო დღე დილის 5 საათზე იწყება, ამ დროს საქონელს უვლის, რძის პროდუქტებს ამზადებს, მერე კი აქ მოდის და საღამომდე თავდაუზოგავად შრომობს.

ყველაზე დიდი დაფასება, რასაც ქალბატონი ლიანა გრძნობს, საზოგადოებიდან მოდის, რომელსაც იგი ძალიან უყვარს, სწორედ ეს ურთიერთობებია, რაც ყველაზე ძვირფასია მისთვის.

შრომა ქუთაისის მეტალურგიულ ქარხანაში

ნახეთ სიუჟეტი ქუთაისის მეტალურგიული ქარხნის შესახებ. 2009 წლიდან აქ ფუნქციონირებდა საწარმო “ჰერკულესი”, 2019 წლიდან ქარხანა ეკუთვნის “ამბიკონ სტილსს”. ეს სახელები პირობითია, როგორც ინდოეთის მოქალაქე, ასევე ქართველი მუშები, მრავალი წელია უმძიმეს პირობებში მუშაობენ. დღესდღეობით ქარხანაში 300-მდე მუშაა დასაქმებული.

სიუჟეტში გიყვებით იმ საყოველთაო, თუ ყოველდღიური ბრძოლის შესახებ, რომელსაც აქ დასაქმებული ადამიანები წლების განმავლობაში გადიოდნენ.